რეზონანსი
26.11.2023

დაარსების დღიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარ მიზანს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული და ერთიანი საქართველოს მშენებლობა წარმოადგენს. 

ყველასთვის ცხადზე უცხადესია, რომ ამ მიზნის მიღწევის გზაზე მთავარი ბარიერი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მის რუსული რეჟიმია, რომელიც ქართული სახელმწიფოს საფუძვლებს ყოველდღიურად ანადგურებს.

ამ ბრძოლაში ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს ყველა პატრიოტსა და ამ სახელმწიფოს ღირსეული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანს საერთო სამიზნე ჰყავს. სამიზნე, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველანაირ დაუშვებელ და უკანონო მეთოდს იყენებს. ამ მიდგომის ერთ-ერთი უკანასკნელი და თვალსაჩინო მაგალითი გლდანში მომხდარი ბანდიტური თავდასხმაა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრ ირაკლი ეძგვერაძესა და მის მეგობრებს დაესხნენ თავს, რადგან ბოლო რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, ირაკლი გლდანში ჩვენი პარტიის ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენდა.

ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ირაკლი ეძგვერაძე“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 

ჩვენ გვჯერა, რომ “რუსული ოცნების” რეჟიმის დანგრევა მხოლოდ საერთო ფრონტითა და ჩვენი სამშობლოს ერთგულ პატრიოტთა მაქსიმალური მობილიზაციითაა შესაძლებელი, რისთვისაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს, - ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×