რეზონანსი
26.11.2023

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ დღეს გათავისუფლებულ მძევლებს შორის 4 წლის აბიგაილ ედანიცაა, რომლის მშობლები ტერორისტებმა 7 ოქტომბერს მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

აბიგაილ ედანი ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეა. მისი მშობლები „ჰამასის“ ტერორისტებმა 7 ოქტომბერს განცხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს. აღსანიშნავია, რომ აბიგაილს 4 წელი „ჰამასის“ ტყვეობაში ყოფნის დროს შეუსრულდა.ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხდღიანი შეთანხმება 24 ნოემბერს დილით ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის საპატიმროებში მყოფ პალესტინელთა ნაწილის გათავისუფლებასაც. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საწვავის შეტანა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×