რეზონანსი
26.11.2023

ხელისუფლება უკვე გაცხადებულად ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს საქართველოში, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

„12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, რა საკვირველია, მოლოდინები არის ისეთი, როგორიც არის ეს ხელისუფლება. ეს ხელისუფლება უკვე გაცხადებულად ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს საქართველოში, შესაბამისად არანაირი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ქმედით ნაბიჯებს  ხელისუფლება გადადგამს, იმ მოთხოვნილი რეფორმის შესასრულებლად, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა არაერთგზის გაგვიმეორეს და დაგვიმარცვლეს, „ლელოს“ არ აქვს, იმიტომ  რომ მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ საქართველო ევროკავშირთან დაახლოებულიყო რეფორმებით და საგარეო პოლიტიკით, რეფორმების ნაწილში ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები დარჩა შეუსრულებელი და საგარეო პოლიტიკურ ნაწილში ვნახეთ, როგორც უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, უპასუხა რუსეთთან პირდაპირი ფრენებით, სავიზო რეჟიმით, უპასუხა ათეულობით ათასი რუსისთვის სასათბურე პირობების მოწყობით, უპასუხა მათთვის მიწის და უძრავი ქონების მიყიდვით იმისთვის, რომ რუსებს ჩააბარონ ეს ქვეყანა“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×