რეზონანსი
26.11.2023

ქართველ პოლიტიკოსის, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი წერს. 

"ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო. დღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი. უკარგესი ადამიანი. უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი. იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა.  მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება. 

 ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო... ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ... აღარ მესმის არაფერი... რატომ..." - წერს ირმა ინაშვილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×