რეზონანსი
27.11.2023

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვალი ვადევნოთ იმ განხილვებს, რაც ევროკავშირის საბჭომდე გაიმართება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, თუ როგორ ყალიბდება მათი პოზიციები სხვადასხვა საკითხზე და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მადრიდში „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საქართველოსთან მიმართებაში განწყობა დადებითია და ისინი აცხადებენ, რომ როდესაც ევროკომისიის რეკომენდაცია დადებითია, ასპირანტი ქვეყნები არასასურველ სიურპრიზებს არ უნდა ელოდონ.

„გადაწყვეტილებას, რასაც ევროკავშირის საბჭო მიიღებს, აქვს ძალიან ბევრი კომპონენტი და საქართველოც არის ერთ-ერთი ნაწილი ამ კონტექსტში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვალი ვადევნოთ იმ განხილვებს, რაც ევროკავშირის საბჭომდე გაიმართება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, თუ როგორ ყალიბდება მათი პოზიციები სხვადასხვა საკითხზე და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, არ მოხდეს როგორღაც საქართველოს საკითხის გადაჩრდილვა, რაიმე სხვა საკითხებით, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ 15 დეკემბრის გადაწყვეტილებას. იმას, რომ იყოს მსჯელობა გაფართოების საკითხზე და თუკი ეს იქნება და ასე ვიცი, რომ იქნება, საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული. იქიდან გამომდინარე, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს - საქართველოს მხრიდან გატარებული რეფორმები, ევროკომისიის რეკომენდაცია და პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც არ იცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×