რეზონანსი
27.11.2023

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიაში ამ წუთებში განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ," რომელიც რუსულ დავალებას ასრულებს, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი "მოკლა." მან ასევე განაცხადა, რომ "ლელო" ანაკლიის პორტს აუცილებლად ააშენებს. 

"4 წლის თავზე მე ვარ აქ, რათა მთელ ქვეყანას ვუთხრა, რომ "ქართულმა ოცნებამ," რომელიც პირდაპირ რუსულ დავალებას ასრულებს, მოკლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი. 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვესმის ტყუილი, რომ ანაკლია დაიწყება...მაგრამ არაფერი არ ხდება. იმიტომ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი დაპირება, რომ რაღაცა მოხდება. არაფერი არ ხდება ანაკლიაში. 

მე მინდა, ყველას გითხრათ, რომ, აი, აქ, "ქართული ოცნების" მიერ ამ პროექტის გაჩერებით ამ რეგიონმა დაკარგა ათიათასობით სამუშაო ადგილი. აქ ეხლა უნდა ყოფილიყო დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეები და აქ უნდა ყოფილიყო დიდი დოვლათის შექმნის პროცესი. ქვეყანამ დაკარგა დაახლოებით მილიარდი საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში, ქვეყანამ დაკარგა 2,2 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ეფექტი ამ პროექტის გაჩერებით. და ყველაზე მთავარი, ქვეყანამ დაკარგა ფუნქცია, რომ დღეს საქართველო, აი, ამ პოლიტიკურ სიტუაციაში ყოფილიყო მნიშვნელოვანი მოთამაშე და გამტარი ყველა იმ სატრანსპორტო ტვირთების და ყველა იმ სერვისების, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის გავლით მიედინება ევროპაში თუ აზიაში.

მე მინდა გითხრათ, რომ "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც მოკლა ეს პროექტი, "ლელო" ამ პროექტს აუცილებლად ავაშენებთ. იმიტომ, რომ ანაკლიის პროექტის უკან შენდებოდა ქალაქი ანაკლია," - თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ ასევე ისაუბრა კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო "დიდი ლოჯისტიკური ჰაბის" მშენებლობას ითვალისწინებს. 

ხაზარაძის თქმით, "ლელო" ქუთაისში, ძველი პარლამენტის შენობაში გეგმავს საერთაშორისო საფონდო ბირჟის მოწყობასაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×