რეზონანსი
27.11.2023

დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც გასწია ჩვენმა ხელისუფლებამ, მოიტანს კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს, როცა 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროინტეგრაციის კომისია არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი და დღეს იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიღებული და კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებაში.

„ჩვენ ამ დღის წესრიგის შესაბამისად გავაგრძელებთ მუშაობას. ამ დოკუმენტში მითითებულია პერიოდები, რომლის დროსა გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ერთ-ერთი სულისკვეთება ამ დოკუმენტის არის, რომ ხელისუფლება, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმები, გაგრძელდება სხვადასხვა დისკუსიის პლატფორმებზე მუშაობა, რომ საერთო ინტერესები დაახლოვდეს, შეჯერდეს პოზიციები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეფორმებთან მიმართებაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ამ პლატფორმებში მუშაობის შესაბამისად გაგრძელდეს რეფორმები, რათა მაქსიმალურად იყოს ინკლუზიურობა დაცული. ინკლუზიურობა იყო საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით. დღემდე გვაქვს ამის მზაობა. ჩვენ დღის წესრიგის და იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდა, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი გაგრძელდეს, რადგან ჩვენ გვწამს, რომ ეს არის განგრძობადი პროცესი, რადგან ერთ წელიწადში რეფორმები არ ტარდება", - განაცხადა დარჩიაშვილი.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა, სადაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მიიღეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×