რეზონანსი
27.11.2023

მოვუწოდებ ყველას, ჩვენს ოპონენტებს, რომ აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპულ პერსპექტივაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი ოპონენტები არაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროინტეგრაცია.

„რაც შეეხება დეპოლარიზაციას, თუ ჩვენი ოპონენტები მოისურვებენ და ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, აიღებენ თავის წილ პასუხისმგებლობას საქართველოს რეფორმებზე, ეს ძალიან დიდ ეფექტს მოიტანს დეპოლარიზაციის თვალსაზრისითაც. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია შემცირებულიყო, თუმცა რომ ჰკითხოთ, რა გააკეთა დეპოლარიზაციისთვის საქართველოში ოპოზიციამ, მე არც ერთი მაგალითი არ მახსენდება. მოვუწოდებ ყველას, ჩვენს ოპონენტებს, რომ აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპულ პერსპექტივაზე. ჩვენი ოპონენტები არაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროინტეგრაცია. მოვუწოდებ მათ, დაიკავონ სახელმწიფოებრივი პოზიციები ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზემოთ დადგნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში, ეს სჭირდება ამ ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას. მათ აქვთ საშუალება, შემოვიდნენ დისკუსიებში, მიიღონ განხილვებში მონაწილეობა. ჩვენ ამ სივრცეს ვთავაზობთ მათ იმისთვის, რომ საქართველომ რეფორმები წარმატებით განახორციელოს. მე მჯერა ჩვენი ეს მოწოდება კონკრეტული ჯგუფებისთვის იქნება გასაგები და ისინი თავის წინ პასუხისმგებლობას აიღებენ", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×