რეზონანსი
27.11.2023

არცერთი პარტია და არცერთი ორგანიზაცია არ არსებობს, სადაც დირექტორი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს, ლევან ხაბეიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭოსთან შეთანხმების გარეშე, რომელიც ალბათ აქვთ და რომელიც იმ ადამიანის დაწერილ მანიფესტს იხილავს, რომელიც არც საქართველოს მოქალაქეა და პარტიაშიც არანაირ იერარქიულ პოზიციას არ იკავებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში" სრული ქაოსია და დაშლის პროცესი მიმდინარეობს.

„ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პარტიული საკითხების ცოდნა კიდევ ერთხელ დადასტურდა. „ნაცმოძრაობაზე" მსჯელობა, როგორც ერთიან მონოლითურ პოლიტიკურ ძალაზე, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. ეს პარტიაც აღარ არის, არის რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც თუ ერთი რევოლუციონერი გარიცხა, მეორე ამას აპროტესტებს. აბსურდის თეატრსა და რევოლუციური კომიტეტის დაშლას ვუყურებთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას", აღარ არის პარტიის წევრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×