რეზონანსი
27.11.2023

წელიწად ნახევარია საქართველოს პოლიტიკა არის ის, რომ სანქციებს არ ვაწესებთ - რა თქმა უნდა, [რეზოლუციას] მხარს არ დავუჭერდით - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „ლელოს" რეზოლუციის პროექტს - „საქართველოს დაცვის აქტი" - მსვლელობა არ მიეცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ინიციატორებს შეუძლიათ რეზოლუციის პროექტზე აპარატის შენიშვნები გაითვალისწინონ და უკან შემოიტანონ.

„წელიწად ნახევარია საქართველოს პოლიტიკა არის ის, რომ სანქციებს არ ვაწესებთ. ახლა გაიგეთ? ამ რეზოლუციის დაინიცირება გჭირდებოდათ, ეს რომ გაგეგოთ?

თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დათვალოთ და ისე შემოიტანოთ ეს რეზოლუციის პროექტი. რაც შეეხება პოლიტიკას და მხარს რას დავუჭერდით, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერდით. გაცხადებულია ეს პოლიტიკა წელიწად ნახევარია. რაც შეეხება სანქციების დაწესებას, სანქციებს არ ვაწესებთ. სხვათა შორის, სანქციების დაწესებას ოპოზიცია ხან ეთანხმებით, ხან არ ეთანხმებით - ხოლმე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიურომ „ლელოს" რეზოლუციის პროექტს - „საქართველოს დაცვის აქტი" - მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა. ბიურომ რეზოლუციის პროექტის ინიციატორებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება საბიუჯეტო ოფისის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა წარადგინა. როგორც გვიდიანმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტში მოსალოდნელი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო და ის წინააღმდეგობაში მოდიოდა საბიუჯეტო სისტემის უნივერსალურობის პრინციპთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×