რეზონანსი
27.11.2023

ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, პრობლემურ ადგილებზე ეწყობა ე.წ. ტეტრაბოტები.

,,სამწუხაროდ, ფოთის სანაპიროზე, დღის მეორე ნახევარში გაიზარდა შტორმის სიმძლავრე, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ პრევენციულ სამუშაოებს. კუნძულის სანაპიროზე, იმ მონაკვეთებში, სადაც სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი მოგვაყენა მიმდინარეობს ე.წ. ტეტრაბოტების მოწყობა, რათა თავიდან ავირიდოთ კიდევ უფრო დიდი ზიანი.

ამინდის გაუმჯობესებისთანავე აქტიურად განვახორციელებთ სხვა სალიკვიდაციო სამუშაოებს.

მადლობა ყველა კომპანიას, რომლებიც მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართულია სტიქიასთან ბრძოლის პროცესში", - განაცხადა ფოთის მერმა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთში ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც დააზიანა, სადაც უკვე მოხდა დროებითი გადახურვის მონტაჟი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×