რეზონანსი
28.11.2023

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იკლებს, მაღალმთიან რეგიონებში თოვს, ზღვისპირა ქალაქებში კი 7 ბალიანი შტორმია. გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

სამაგიეროდ, დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე:

„მშვენიერი ამბავი მაქვს თქვენთვის, ამაღამ ზღვაზე ტალღის სიმაღლე დაიწყებს შემცირებას,  აღმოსავლეთში კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.

28 ნოემბრის - შუადღიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და მზე გამოანათებს.

ტემპერატურა ხვალვე არა, მაგრამ ნელნელა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს და უახლოეს დღეებში გაავდრებას აღარ ველოდებით“ - წერს კობა ფარტენაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×