რეზონანსი
28.11.2023

თაკო ჩარკვიანმა, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძე მწვავედ გააკრიტიკა და მას მევახშეობაში დასდო ბრალი:

„რა თბილისი უნდა დაიბრუნოს, ჯერ დაუბრუნოს გაღატაკებულ თბილისელებს, კაცები რომ გადაამტვრია წელში მისმა ბანკმა და ცოლები რომ გაუქცია. 2 პროცენტად რომ შემოგაქვს პროცენტი და 31-ად უპროცენტებ შენს ხალხს, მევახშე ხარ, აბა, ბანკირი ხარ?!

საბანკო სისტემას თუ ანადგურებს რაიმე, ეს არის მევახშეური სისტემა. ეს არის, საბანკო სისტემა შეკრული რომ არის ლომბარდებთან, საკუთარი სალომბარდე სისტემა რომ აქვთ. ახალია ეს ყველაფერი?” - აღნიშნა აჭარის ტელევიზიაში გამოსვლისას ჩარკვიანმა.

წამყვანის კითხვაზე, ვინმემ დაადგინა, რომ ხაზარაძეს სალომბარდე სისტემა ჰქონდა, ჩარკვიანმა უპასუხა: „აბა, ვის ჰქონდა?!”

მისივე მტკიცებით, ხაზარაძე შერწყმული იყო წინა ხელისუფლებასთან და მის მიერ გაპროტესტებული საბანკო პოლიტიკა არ ახსენდება.

„ყოფილი ხელისუფლების დროს, იქნებ მე არ მახსოვს, იქნებ ხალხს არ ახსოვს, ეს კაცი შერწყმული იყო იმ სისტემასთან და გაპროტესტებული გინახავს საბანკო პოლიტიკა რომელიმე ხელისუფლების დროს მის მიერ?”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×