რეზონანსი
28.11.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან ​„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია დასასრულის აქტიურ რეჟიმშია გადასული.

„დღეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მწუხარების ჟამია. ყველასთვის ცნობილია, რომ პარტია დასასრულის აქტიურ რეჟიმშია გადასული. ამით პირველ რიგში სარგებელს მიიღებს საქართველო და ქართველი ხალხი, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ აგებულია ბოროტებასა და მერკანტილურ იდეებზე“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ვიდრე მელია - ხაბეიშვილის დაპირისპირების ფინალი გაირკვევა, მანამდე ორად გაყოფილ პარტიაში ვითარება კიდევ უფრო მწვავდება. ირკვევა, რომ ყოფილი თავმჯდომარე ერთადერთი არ არის, რომელსაც ხაბეიშვილის მმართველობა არ მოსწონს. ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან წასვლას, ამჯერად უკვე გიორგი მუმლაძე ითხოვს, ის მოქმედ თავმჯდომარეს ღიად დაუპირისპირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×