რეზონანსი
29.11.2023

მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს "ნაცმოძრაობაში" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო დროს განვითარებული პროცესები და შიდა დაპირისპირება პარტიის სისუსტეზე მეტყველებს.

"გრძელდება დაპირისპირება; აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო "ნაცმოძრაობის" წევრი, თუმცა, მელიამ, თუ არ ვცდები, 8 საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია აუმხედრა ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება "ნაცმოძრაობის" შიგნით და ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს, რა თქმა უნდა, არის სისუსტის ნიშანი - "ნაცმოძრაობა" ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა თავისთავად ის რღვევა, რომელიც გრძელდება "ნაცმოძრაობის" შიგნით." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×