რეზონანსი
29.11.2023

მოლოდინი რომ გვქონდეს, დარჩიაშვილი ლავროვს პირში ეტყვის იმას, რაც სათქმელია, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა - ამის შესახებ "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა და თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტერიალზე ამის გამკეთებელი არ არის.

ჯაფარიძემ ასევე ახსენა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნატოში და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც მიეღო მონაწილეობა აღნიშნულ შეხვედრაში.

მანდ პრინციპული საკითხი არის ის, რომ გააჩნია როგორ მოიქცევა და რას გააკეთებს. ჩვენ რომ გვქონდეს მოლოდინი, რომ დადგება იქ და საქართველოს ინტერესს დაიცავს და ლავროვს პირში ეტყვის იმას, რაც სათქმელია, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ის არაფრის გამკეთებელი არ იქნება. დღეს ასევე არის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნატოში, სადაც, მაგალითად მონაწილეობას იღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. წესით, საგარეო საქმეთა მინისტრი იქ უნდა იყოს და მანამდე უნდა მოეთხოვა საქართველოს, რომ ასევე ცალკე ყოფილიყო ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა". - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

რა გზავნილით ჩავა ილია დარჩიაშვილი მაკედონიაში? ლავროვის მიწვევის გამო ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ უარი თქვეს- თუმცა საქართველო  ეუთოს სამიტს სადაც რუსეთიც იქნება წარმოდგენილი მაინც  დაესწრება! ამიტომ, ახლა საინტერესოა რა განცხადებას გააკეთებს მინისტრი დარჩიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×