რეზონანსი
29.11.2023

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეუთოს სამიტს ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან მას სერგეი ლავროვი დაესწრება.

ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივ განცხადებასაც ავრცელებენ.

"ვწუხვართ იმ გადაწყვეტილების მიღების გამო, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვს პირადად მიიღოს მონაწილეობა სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაზე. ეს რუსეთს მხოლოდ პროპაგანდის კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს. სერგეი ლავროვის დასწრება ეუთოს მინისტრთა საბჭოზე ასევე ქმნის აგრესორი რუსეთის, როგორც თავისუფალი ერების საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის ლეგიტიმაციის, რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მასშტაბის შემცირების და რუსეთის მიერ ეუთო-ს ფუნდამენტურ პრინციპებისა და ვალდებულებების უხეშ დარღვევასთან და უპატივცემულობასთან შეგუების რისკს. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მინისტრები, ამის ნაწილი არ ვიქნებით და არ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას ამის შედეგებზე" -ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სამიტს ბოიკოტს უცხადებს უკრაინაც. სამაგიეროდ სკოპიეში ჩავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ლავროვთან ერთად დაესწრება მას.

რა გზავნილით ჩავა ილია დარჩიაშვილი მაკედონიაში? ლავროვის მიწვევის გამო ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ უარი თქვეს- თუმცა საქართველო  ეუთოს სამიტს სადაც რუსეთიც იქნება წარმოდგენილი მაინც  დაესწრება! ამიტომ, ახლა საინტერესოა რა განცხადებას გააკეთებს მინისტრი დარჩიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×