რეზონანსი
29.11.2023

"არ მგონია, რომ "ქართული ოცნების" თვითდანიშნულ ჯამბაზს რაიმე პასუხი უნდა გავცე" - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი ზარქუას მიერ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.

სამადაშვილის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენელი საკადრისი პასუხის გაცემის "ღირსი" არ არის.

არ მგონია, რომ "ქართული ოცნების" თვითდანიშნულ ჯამბაზს რაიმე პასუხი უნდა გავცე. როგორც გავიგე, ამ ბოლო დროს ფრანგულად გვესაუბრება და ფრანგულად ვეტყვი, რომ ის არის "ოცნების" თვითგამოცხადებული "ლიძიო ძუვილაჟ". ალბათ, მიხვდება რას ვგულისხმობ და ამიტომ არ ვთვლი საერთოდ პასუხის ღირსად არასდროს, როდესაც ჩემს სახელს ახსენებს". - აღნიშნა სამადაშვილმა.

ირაკლი ზარქუას სამიზნე დღეს ის დეპუტატები გახდნენ, რომლებიც სამუშაო ჯგუფში შესვლაზე უარს აცხადებენ: "სალომე სამადაშვილი და ჭიჭე ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და გამოფინო იმის დასანახად, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი" - თქვა ზარქუამ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×