რეზონანსი
29.11.2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, უცხოური აგენტების შესახებ ევროკომისიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს ევროპაშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები, თუმცა, „ყინული უკვე დაიძრა" და ევროსტრუქტურებში არსებულ ვითარებას აღნიშნული კანონი მოაწესრიგებს.

„თუ ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, პროექტი უცხოური აგენტების შესახებ მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, საქართველოსთვის ქართული დემოკრატიის დაცვას არ ემსახურებოდა? გაუჭირდა ევროპას და ეს პროექტი წერტილს დაუსვამს იმ ბაკქანალიას, რაც დღეს ევროსტრუქტურებში ხდება.

ვინ ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს, რა თქმა უნდა იქაური გიგაურები, დოლიძეები, ლომჯარიები და ა. შ. მაგრამ ყინული დაიძრა და ამას ვეღარავინ შეაჩერებს“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×