რეზონანსი
29.11.2023

"საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ აჰყვეს ანტირუსულ ისტერიას და იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით" - ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი წერს.

გამოქვეყნებული განცხადებაში წერია, რომ საქართველო მოქმედებს სწორად და გაბედულად, გამომდინარე იქიდან, რომ არ აჰყვა "ანტირუსულ ისტერიას" და საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედება ამჯობინა.

როგორიც არ უნდა იყოს სირთულეები მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ აჰყვეს ანტირუსულ ისტერიას და იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით. სწორედ პრიორიტეტების სწორმა არჩევანმა განაპირობა, რომ, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი შეაქვთ ქვეყანაში", - წერია დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×