რეზონანსი
29.11.2023

ანალიზი მარტივი გასაკეთებელია - „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც დიდი პარტია დასრულებულია. იმ პერიპეტიებს, რაც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განვითარდა, საჩუქარსაც ვერ დაარქმევ, გვეუხერხულება კიდეც კომენტარების გაკეთება. მე ერთი პირადი თემა მაქვს, რომ არ უნდა დაიჩაგროს ჩემი „ხაბე“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ბელადი რომ იქიდან გამოსცემს ხან ბრძანებებს და ხან მანიფესტს, მერე განსხვავებული ინტერპრეტაციით საუბრობენ პარტიაში არსებული დაჯგუფებები. რეალობა ისაა, რომ ჩემი „ხაბე“ გამოიყენეს. ის, რომ შენს პარტიაში, როდესაც მთელი ეს წლები ერთად მოდიხართ, მიტინგებზე, დარში თუ ავდარში, და ამის შემდეგ ფარულად ჩამოაგდებ [თავმჯდომარეს], ეს რაზე მეტყველებს? ამაზე ხელი მოაწერინეს „ხაბეს“. მეორე თემა ეხება ნიკა მელიას: „ხაბე“ რომ ჩამოგაგდებს და მაინც იმ პარტიაში იქაჩები და არ ანებებ თავს, აქ შენი, როგორც პოლიტიკოსის ამბავი, დამთავრებულია. რეალურად ხომ ვიცით, რატომ კეთდება ეს - „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ამზადებენ სხვისთვის, სავარაუდოდ, პეტრე ცისკარიშვილისთვის. პეტრემ ამის გაკეთება ვერ იკადრა და „ხაბემ“ მოაწერა ხელი ამას. ერთმანეთს რაც მოუწყვეს: დასმენები, „ჩაშვებები“, კომპრომატების ომი - ეს ხომ „ნაციონალების“ ხელწერაა. ეს ორ თვეში მოხდება, სამ თვეში თუ 2024 წლის იანვარში, გარდამავალ ეტაპზე იყო ჩემი „ხაბე“ ამ თანამდებობაზე“, - აღნიშნა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×