რეზონანსი
29.11.2023

ჩვენი ხმა ევროპას - პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ამჯერად წნორში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი იმ ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეურთდნენ. თავისუფლება ეს არის ღირებულება, რომელიც გვაერთიანებს ევროპასთან - ეს განცხადება პრეზიდენტმა კახეთში ვიზიტისას გააკეთა.

ევროპა ნიშნავს, რომ ყოველ ადგილას, პირველ რიგში რეგიონში, სოფელში, ყველა ადგილას, სადაც ცხოვრობენ თავისუფალი ადამიანები, იქ გადმოვიდეს ის სტანდარტები, რისთვისაც და რის გამოც ჩვენ მოგვწონს ევროპა. თავისუფლება ვთქვი სიტყვა და ალბათ, ეს არის ის პირველი ღირებულება, რომელიც გვაერთიანებს ევროპასთან. თუ საქართველო დღემდე მოვიდა, ეს არის იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სულ იყო თავისუფლების მოყვარე. არ არის არანაირი წინააღმდეგობა ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის და ევროპის ღირებულებებს შორის. პირიქით, ეს არის სრული თავსებადობა. ამითი ერთი მეორეს აძლიერებს. ევროპა არის ის გაერთიანება, სადაც ყველაზე მეტად არის დაცული სხვადასხვა ქვეყნების იდენტობა და კულტურა. ეს არის გაერთიანება სახელმწიფოების და ერების, სადაც არც ერთი ძალით და ძალადობით არცერთი არ შესულა და ჩვენი შესვლაც ასე არის განპირობებული, რომ ეს არის ჩვენი თავისუფალი არჩევანი. არ იქნება ჩვენი არჩევანი, არ შევალთ, მაგრამ დღეს, საქართველოს მოქალაქეობა ამას ადასტურებს ყველანაირად და კიდევ უფრო ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, რომ ჩვენ ეს ევროპა გვინდა. ვარ ძალიან ოპტიმისტი და ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელზედაც არის და არსებოსბ ქვეყანაში და საზოგადოებაში ეროვნული თანხმობა და ეს გვაძლიერებს და გვაძლევს იმედს". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×