რეზონანსი
29.11.2023

ფაქტია რასაც აკეთებს, მიმართულია იქითკენ, რომ ის გახდეს ერთგვარი ლიდერი ამ ხელმოცარულების, ჩახდილების და რადიკალების, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს რეიტინგი, შესაბამისად მას ამ მხრივ არაფერი გამოუვა.

„ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც ბილბორდზე არ იყო გამოკრული და გადამალული გყავდა, რადგან ქართულმა საზოგადოებამ ის არ მიიღო, ეს უნდა ვაღიაროთ. აქედან გამომდინარე, მისი რესურსი არ მგონია რამეს წარმოადგენდეს. არაფერი გამოუვა, იმიტომ რომ ურეიტინგოა, ვინც გადახედავს მის მოღვაწეობას, არ მგონია რაიმე დადებითი დასკვნა გამოიტანს და მითუმეტეს ვერ გააძლიერებს ოპოზიციას“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×