რეზონანსი
29.11.2023

ევროკომისია განიხილავს "ხალხის ძალის" მიერ შეთავაზებული კანონპროექტის ანალოგს, რომელმაც აქ იმაზე დიდი საქმე გააკეთა ვიდრე კანონი გააკეთებდა. აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მეგრელიშვილის თქმით, კანონპროექტის განხილვის პროცესში ნათლად გამოჩნდა დესტრუქციაზე ორიენტირებული ოპოზიციური სპექტრი, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ძალა.

„ევროკომისია განიხილავს „ხალხის ძალის" მიერ შეთავაზებული კანონპროექტის ანალოგს (რომელმაც აქ იმაზე დიდი საქმე გააკეთა ვიდრე კანონი გააკეთებდა!) ჩვენი კანონპროექტის განხილვის პროცესში კიდევ უფრო ახლო ხედით დავინახეთ დესტრუქციაზე ორიენტირებული ოპოზიციური სპექტრი როგორც ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელმაც წინ ფარად ჩვეული ხერხით, ახალგაზრდები აიფარა და სისხლისღვრისთვის მოამზადა!

„ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" არ და ვერ დაუშვებდა ამას და ჩვენ მოგებული პოზიცია დავთმეთ. ამ დათმობის ფონზეც კი დესტრუქციული ოპოზიციური სპექტრისა და მეორე მაიდანის მომლოდინე დამფინანსებლების მიერ გასროლილმა მილიონებმა ფასი დაკარგა. ფაქტობრივად ამ ხალხმა (ოპოზიციამ და დამფინანსებლებმა) რამდენიმე მილიონად ნაყიდ საკუთარი დანაშაულის აღიარებით დოკუმენტზე მოაწერეს ხელი და დამტკიცდა ის, რაც აქამდე შიგნიდან ასე კარგად ჩანდა! აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს!

გამოდით, გიცანით! თქვენს ანტისახელმწიფოებრივ განზრახვებს აღარაფერი ფარავს", - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×