რეზონანსი
29.11.2023

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 30 ნოემბერს, ქმრის მიერ, ავტობუსში, 31 წლის ქალის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო" ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი კერატიშვილი, განიხილავს.

„სასტიკი დანაშაული გასული წლის მაისში, თბილისში, №323 ავტობუსში მოხდა, რა დროსაც ქმარმა, არასრულწლოვანი შვილების და სხვა მგზავრების თვალწინ, ქალს 27 ჭრილობა მიაყენა.

ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებებისა და მამაკაცის დომინანტური როლის დემონსტრირების მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში 39 წლის მამაკაცი დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც საქმის პროკურორმა, ასევე მსჯავრდებული მამაკაცის ადვოკატმა.

პროკურორი ითხოვს, სასჯელის სახედ და ზომად, მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენებას ეთანხმება ფემიციდის მსხვერპლის დედაც, რომლის ინტერესების დაცვაშიც „უფლებები საქართველო" 2023 წლის მარტის ბოლოს ჩაერთო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×