რეზონანსი
30.11.2023

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას პარტიის კახეთის რაიონული ორგანიზაციები უერთდებიან. სიღნაღის, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრები პარტიაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას მოქმედ ხელმძღვანელობას აკისრებენ.

შესაბამის განცხადებაზე ხელმომწერები, ლევან ხაბეიშვილისგან, პოსტის დატოვებასთან ერთად, უახლოეს პერიოდში ყრილობის მოწვევასა და ახალი მმართველი ორგანოს არჩევასაც ითხოვენ.

ქვეყნის მასშტაბით, პარტიის წარმომადგენლები მოქმედ თავმჯდომარეს ღიად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×