რეზონანსი
30.11.2023

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ უპასუხა შეკითხვას, აპირებს, თუ არა სარჩელის მომზადებას და აშშ-ში გაგზავნას მისი დასანქცირების საპასუხოდ, როგორც ამას აპირებდა ასევე ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია.

„სიმართლე გითხრათ, ყველაფერი გამოჩნდება იმდენად დაუსაბუთებელი, არაზნეობრივია და არაფერს ეფუძნებოდა ეს სანქციები, ყველაფერი გამოჩნდება და დროთა განმავლობაში ცხადი გახდება. სიმართლე გითხრათ, სანქციების საკითხი არ მაწუხებს იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ, შესაბამისად, გავყვები და რაც იქნება ეგ არის. ყოველ შემთხვევაში, იცით, რა არის? მე რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ ადვოკატი დავიქირაო და მას ასი ათასობით თანხა ვუხადო დავადასტურებდი, რომ ნამდვილად ის არის იმიტომ, რომ ასი პროცენტით მართალი ვარ. ერთი სიტყვით, ყველაფერი დალაგდება, ასე მგონია იმიტომ, რომ მართალი ვარ. ვნახოთ, რა იქნება, როგორ იქნება.

რას დავაპირებ და რას გავაკეთებ ამას დრო გვიჩვენებს. ახლა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთავარი არის ის, რომ მე დარწმუნებული ვარ და მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეუძლებელია, რომ ადამიანს, მოქმედ მოსამართლეს აბრალებდე კორუფციას, მაგრამ თვითონაც იციან, რომ აქ კორუფცია არაფერ შუშია და რეალურად მე მგონია, რომ ჩემი დასანქცირების საკითხი სხვა რამეს ემსახურებოდა. მერე, დროთა განმავლობაში, ყველაფერი გაირკვევა იმიტომ, რომ ყველამ იცის, კორუმპირებული ნამდვილად არ ვარ. თუ რამე იყო კორუფციის საფუძველი შეეძლოთ კონკრეტული ფაქტი ეთქვათ, მაგრამ კონკრეტული ფაქტის დასახელების გარეშე მოსამართლეს აბრალებდე, რომ ის კორუმპირებულია ეს უკვე სხვა თემაა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლევან მურუსიძემ.

„ინტერპრესნიუსი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×