რეზონანსი
30.11.2023

„ნაცმოძრაობაში" პროცესი დამთავრდება ტოტალური საარჩევნო მარცხით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„მეცხრედ წააგებენ არჩევნებს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც დღეს არის „ნაცმოძრაობაში", ეს არის ძალიან კარგი. დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი არის მელია. ეს პროცესები გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. საბოლოო ჯამში ამის დასასრული რა იქნება არ ვიცი, არჩევნების წინ მაინც მოახერხებენ იმედია ერთმანეთისგან გაყრას. თუ ვერ მოახერხებენ ეს კიდევ უკეთესი. მთავარია, რომ ისინი მეცხრედ წააგებენ არჩევნებს", - აღნიშნა კომბახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×