რეზონანსი
01.12.2023

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილების მიუხედავად, ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი, ყოველდღიურად იზრდება.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ყოფილ თანამოაზრეებთან კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საშუალება, მანიფესტზე ხელის მოწერა და იმ იდეების გაზიარებაა, რასაც თავად აჟღერებენ.

"ყველა ის ადამიანი, ძველი პოლიტსაბჭოს წევრი, ვინც აღიარებს ერთიანობის მანიფესტის სულისკვეთებას და მზად არის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით პარტიასთან ერთად ჩაებან "ქართული ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ, ბუნებრივია, მათთვის კარი ღია იქნება. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ერთიანობისკენ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ნიკა მელიას მხარდამჭერები კი ლევან ხაბეიშვილს კვლავ მოუწოდებენ, აიღოს პასუხისმგებლობა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში პარტიაში განვითარებულ მოვლენებზე. ამბობენ, რომ პარტია დამოუკიდებელმა პირმა უნდა მართოს.

"მოვუწოდებთ ლევან ხაბეიშვილს, გაანალიზოს მისი როლი ამ პროცესში და შეძლოს საკუთარი ინტერესების უკალა პლანზე გადაწევა. არც ლევან ხაბეიშვილი და არც ნიკა მელია არ მესახება იმ ადამიანად, რომლებიც შეძლებენ დაპირისპირებული მხარეების გაერთიანებას. ან ეს პოზიცია არჩევნებამდე უნდა იყოს ვაკანტური და მაგალითად, პოლიტსაბჭომ ან ასეთმა კოლეგიალურმა საბჭომ უნდა მართოს "ნაციონალური მოძრაობა" ან ამ პოზიციაზე უნდა იყოს ადამიანი, რომლის მიმართაც არ იქნება კითხვის ნიშნები, რომ ეს ადამიანი არის მხარე", - განაცხადა გიორგი ონიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×