რეზონანსი
01.12.2023

სულ მცირე 7 მკვლელობისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი ლაერტ ჰაჯიუ საბერძნეთის პოლიციამ დააკავა და ახლა მას ალბანეთში ექსტრადიციისთვის ამზადებენ.

მედიის ინფორმაციით, დანაშაულებების უმეტესობა მას და მის დაჯგუფებას სწორედ ალბანეთში აქვთ ჩადენილი.

Top Channel-ის ინფორმაციით, ჰაჯიუს დაკავებისას ქართული საბუთები აღმოაჩნდა, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს დოკუმენტაცია ყალბია.

ოფიციალურმა ტირანამ საბერძნეთს დამნაშავის ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტები უკვე გაუგზავნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×