რეზონანსი
01.12.2023

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებლ პოსტს ეხმიანება, სადაც შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ წერს.

„ამ ჯერზე რას იტყვის გაქნილი მევახშე, რუსეთუმე ხელისუფლებას ეუბნება ამ სიტყვებს შარლ მიშელი თუ, ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის? ან რუსეთზე ქვეყნის ჩამბარებელი (ტერიტორიულად და ეკონომიკურად) „ნაცმოძრაობა" რა ნარატივს გამოაცხობს ამ ჯერზე? ფაქტი ერთია და კვლავ ვიმეორებ, ყველა სახის ევროპული სიკეთე, რაც მიიღო ევროკავშირიდან ჩვენმა ქვეყანამ, არის ბიძინა ივანიშვილის, პმ ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის დამსახურება. ამ რეალობას ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა ფუთოს დეზინფორმაციულად ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ეს ფაქტი სიმართლე არის ეს. ოპოზიცია კიდევ ვიმეორებ, მთელი ამ პროცესის მანძილზე, მავნებლობით იყვნენ დაკავებულები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ", - წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე" დაწერა: „კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×