რეზონანსი
01.12.2023

ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნა ფოთში, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თანამდებობების დატოვებად დაუჯდათ. 29 ნოემბერს, მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მალევე, მოქმედი მენეჯმენტის საპასუხო განცხადებაც მოყვა. დარეჯან ცქვიტარია და პაატა ჩაგანავა მოხსნეს და გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურადაც გააფორმეს.

პარტიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა, მხოლოდ ფოთიდან არ ისმის. სხვა რეგიონების მსგავსად, დღეს იგივე პოზიცია თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც დააფიქსირეს.ხაბეიშვილის წასვლის მოთხოვნას მათი მხრიდან ისიც დაემატა რომ პარტიაში ეს პოზიცია საერთოდ გაუქმდეს., საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" დროებითმა მმართველმა ორგანომ უნდა უხელმძღვანელოს.

თანაპარტიელების მოთხოვნა "ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტისთვის არასერიოზულია. ხაბეიშვილის გუნდში ამბობენ, რომ თავმჯდომარე არ გადადგება და არც დროებითი მმართველი ორგანო ჩამოყალიბდება. ისინი, ნიკა მელიას თანამოაზრეებს, ურჩევენ პარტიის დაზიანება შეწყვიტონ. ყოფილი თავმჯდომარის გუნდი კი პირიქით, პარტიის გახლეჩაში მოქმედ მენეჯმენტს ადანაშაულებს.

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შიდა დაპირისპირება დაშლამდე მიიყვანს.ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ის, რაც ახლა ოპოზიციურ ძალაში ხდება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სპექტრს მხოლოდ გააჯანსაღებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება შიდა პარტიული არჩევნების ჩანიშვნის პარალელურად დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×