რეზონანსი
02.12.2023

გადაცემა "სიცრუის დეტექტორს" ფილმ "გაღმა ნაპირის" მსახიობი  და "ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილე" თედო ბექაური სტუმრობდა და მისი ერთ-ერთი მონაკვეთი სკანდალური გამოვიდა.

ტელეწამყვანის კითხვაზე - ცნობილ რეჟისორზე გიორგი ოვაშვილზე ნაწყენი ხართ? - თედო ბექაურმა უპასუხა: დიახ. 

ამის შემდეგ თედომ შემდეგი ისტორია მოჰყვა:

"გიორგის ჰქონდა რესტორანი. მე მაშინ ცუდი ფინანსური მდგომარეობა მქონდა და მივედი, რამე ხომ არ არის ჩემთვის-თქო. მან მითხრა რესტორანში მოდიო, მივედი სამსახურისთვის და იქ ინგლისურის და რუსულის ცოდნა იყო საჭირო და ვერ დავიწყე მუშაობა, თუმცა შევიძინე მეგობრები და შემდეგ ხშირად დავდიოდი რესტორანში. ერთხელაც დავურეკე გიორგის და ცოტა ისე მიპასუხა. მე რესტორანში წინა საღამოს ვიყავი ნამყოფი. წავედი მეორე დღეს და რომ მივედი, ერთ-ერთმა ჩემმა კეთილისმსურველმა ადამიანმა გამიყვანა და მითხრა, რომ აქ ქურდობა მოხდა, ფული დაიკარგა და შენ გადებენ ხელსო. იმ პერიოდში მე მაგრად მიჭირდა, ბანკის ვალი მქონდა და გიორგის ნახვა იმ დღეს მაგიტომაც მინდოდა...

მოკლედ, დავურეკე გიორგის ისევ და მითხრა, რომ არ მცალია ახლა ვერ მოვალ შენს სანახავადო. ამის მერე ხშირად ვწერდი, რომ მოიცლი შენი ნახვა მინდა და სალაპარაკო მაქვს-თქო, მაგრამ არ მოისურვა შეხვედრა.

გავიდა დრო და მირეკავს და მეუბნება, რომ კინო "ამირანში" ვარ და გამოდიო. მეგონა, მივიდოდი და იქ გავარკვევდი ყველაფერს. მივედი და იქ აღმოჩნდა მამაკაცის საუკეთესო როლის დაჯილდოება. მე მაგის დარდი არ მქონდა, გიორგისთან იმ საკითხზე სასაუბროდ მივდიოდი... 

მოკლედ, იქაც ვეცადე, იმ თემაზე მელაპარაკა, მაგრამ გამაჩერა და მითხრა, რომ ახლა არ მცალია და მერე მე თვითონ შეგეხმიანებიო. მის მერე არ შემხმიანებია. მე კიდევ ვწერდი და მქონდა შეხვედრის მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არასდროს არ დამელაპარაკა. უბრალოდ რომ ეკითხა - რატომ მოიპარე, ყველაფერს ვეტყოდი, მაგრამ - არა...

იქ კამერა არ იყო, ამიტომ ყველაფერი ასე დატრიალდა. ბარში მოხდა ის შემთხვევა და იმ ბარში ვიყავი მე იმ დროს. 20 წლის ვიყავი და რატომღაც ჩემზე მიიტანეს ეჭვი. თან არც მომისმინა მერე არავინ. მერე გა­ირ­კვა ყვე­ლა­ფე­რი, ისიც, თუ ვინ მო­ი­პა­რა თან­ხა...

მას შემდეგ ჩვენ ურთიერთობა თითქმის აღარ გვაქვს. არადა, მე გიორგის მადლიერი ვარ დღემდე არა მხოლოდ როგორც რეჟისორის, არამედ როგორც ადამიანის".

წამყვანის რეპლიკაზე: - ახლა გიორგი ოვაშვილი ამ გადაცემას რომ ნახავს და რას იტყვის, თედომ უპასუხა:

„ნეტა ნახოს!“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×