რეზონანსი
02.12.2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში მცხოვრები 53 წლის ეკა გულაშვილი თანასოფლელმა მამაკაცმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ქალს სხეულზე ნაჯახით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მოკლულის ცხედარი მეზობლებმა დილით კორპუსის ეზოსთან იპოვეს.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ბრალდებული წალკის ფსიქიატრიული კლინიკის ადმინისტრატორი 47 წლის ვოსკან ვოსკანიანია. ამავე კლინიკაში მუშაობდა ეკა გულაშვილიც. კონფლიქტის მოტივად პირადი უთანხმოება სახელდება, რასაც წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება.

სავარაუდო დამნაშავის ოჯახში კამერების წინ საუბარი არ სურთ. "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დაკეტილი დახვდა მოკლული ქალის საცხოვრებელი სახლიც. ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, თუმცა კონფლიქტის მოტივზე საუბარი უჭირთ.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×