რეზონანსი
02.12.2023

და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. იო­რამ თარ­ხან-მო­უ­რა­ვი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობ­და და გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებ­და. ახალ­გაზ­რდა კაცი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას გეგ­მავ­და.

პო­ლი­ტი­კოს­მა ისა­უბ­რა იმ მი­ზე­ზებ­ზე, რის გამო მი­მარ­თვის გავ­რცე­ლე­ბა იმ ადა­მა­ი­ა­ნე­ბის­თვის გა­და­წყვი­ტა, რომ­ლემ­ბაც სხვა­დას­ხვა დროს უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გეს.

და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი:

„მე ახლა სა­ერ­თოდ არ უნდა ვიყო ეთერ­ში დღეს, გუ­შინ დავ­კრძა­ლე ჩემი 35 წლის ვაჟი, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ... და რა­საც ვი­ტყვი, იქი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა რა­ტომ ვარ ეთერ­ში. მე მყავს ერთი სერ­ბი მე­გო­ბა­რი, ბერი. სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რი სტუ­მა­რია და მისი ის­ტო­რია მინ­და მოვ­ყვე. ის არ ყო­ფი­ლა ბერი, იყო დიპ­ლო­მა­ტი, ერის­კა­ცი, ახალ­გაზ­რდა შვი­ლი ჰყავ­და. ჩემი ვაჟი გუ­ლის პრობ­ლე­მით გარ­და­იც­ვა­ლა. აორ­ტა გა­უს­კდა გუ­ლის და ამ ბე­რის შვი­ლიც იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. შვი­ლი რომ და­ე­ღუ­პა ამ კაცს ღმერ­თს ეჩხუ­ბე­ბო­და, ღვთის­მშო­ბელს, ეუბ­ნე­ბო­და რა­ტომ წა­მარ­თვი შვი­ლი.

ერთხელ ჰყვე­ბა, დი­ლის 5 სა­ა­თია და უცებ ვხე­დავ ღვთის­მშო­ბელ­სო. მაჩ­ვე­ნებს გარ­დაც­ვლილს შვილს, თით­ქოს ცო­ცხა­ლია, მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან ზის, მი­დის მოყი­ნულ გზა­ზე, მან­ქა­ნა სრი­ალ­დე­ბა და გა­ჩე­რე­ბა­ზე მდგომ ქალ­სა და ეტ­ლი­ან ბავ­შვს ეჯა­ხე­ბა. ამის შემ­დეგ ბავ­შვს კლავს, შემ­დეგ მე­ო­რე სცე­ნა, მისი შვი­ლი ცი­ხე­შია, სა­დაც ცი­ხე­ში კლა­ვენ, ჩხუ­ბის დროს. ამის შემ­დეგ წა­ვი­და სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში და ბერი გახ­და.

ორი წლის წინ, ჩვენს თა­ნა­მებ­რძოლ ირმა ინაშ­ვილს ავა­რი­ა­ში ძმა და­ე­ღუ­პა, კოტე ინაშ­ვი­ლი. ძა­ლი­ან დიდი წუ­ხი­ლი იყო, ირმა ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. 40 დღის შემ­დეგ კოტე და­ე­სიზ­მრა და უთხრა, მე ახლა სა­დაც ვარ უკე­თე­სად ვარ, ვიდ­რე ვი­ყა­ვიო. მე მყავს მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც შვი­ლი და­კარ­გეს. აქამ­დე თუ ვა­ნუ­გე­შებ­დი მე­უბ­ნებ­დო­ნენ, შენ რა იცი, ეს არ გაქვს გან­ცდი­ლიო. მე ახლა ვიცი, რას ნიშ­ნავს შვი­ლი და­კარ­გოს კაც­მა. ჩვენს შვილს არ კლავს ღმერ­თი, შვილს ეშ­მა­კი გვარ­თმევს.

ჩემი შვი­ლი ორ­შა­ბათს უნდა უნდა და­წო­ლი­ლი­ყო სა­ა­ვამდყო­ფო­ში, სამ­შა­ბათს ოპე­რა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნა და კვი­რას გა­უს­კდა გუ­ლის აორ­ტა. ოთხი თვის წინ და­ვად­გი­ნეთ, რომ ეს პრობ­ლე­მა ჰქონ­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ჩემ­მა შვილ­მა 35 წელი იცხოვ­რა ღირ­სე­უ­ლად და და­ტო­ვა უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი.

პატ­რი­არ­ქმა მო­მი­სამ­ძიმ­რა, ოც­და­ხუთ­მა ეპის­კო­პოს­მა მო­მი­სამ­ძიმ­რა და თერ­თმეტ­მა ეპის­კო­პოს­მა მო­ვი­და და პა­ნაშ­ვი­დი გა­და­უ­ხა­და. ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტიც იყო, დიდი მად­ლო­ბა მას. იყ­ვენ თა­ნამ­დე­ბო­ბის სხვა­დას­ხვა პი­რე­ბიც. ვუ­სამ­ძიმ­რებ დე­დებს, ჩემს მე­უღ­ლეს და დე­დებს. დედა ზრდის შვილს, ეს უნდა გვეს­მო­დეს. განა მა­მას არა­ნა­ი­რი წვლი­ლი არ მი­უ­ძღვი­უს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი დე­დას მი­უ­ძღვის"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×