რეზონანსი
02.12.2023

„ნაცმოძრაობამ" პოლიტიკურად არაჯანსაღად იცხოვრა და ახლა პოლიტიკური სიმსივნე დაემართა, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „პოლიტიკური სიმსივნის სათავე არის „ვივამედსა" და კვიპროსში".

„რაც შეეხება მეტასტაზებს, მელია დაამარცხებს ხაბეიშვილს, თუ პირიქით, მერე გამოჩნდება იქ ვთქვათ გვარამია, თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პოლიტიკური სიმსივნის სათავე რაც არის, „ვივამედში" და შემდგომ კვიპროსში, ეს ყოველთვის წარმოშობს მეტასტაზებს. მიდის ის პროცესი, რაც აუცილებლად მიიყვანს ამ ორგანიზაციას პოლიტიკურ ლიკვიდაციამდე, რაც არის ძალიან კარგი, რადგან საქართველოში საზოგადოებას შეეძლება, ქართულ ოპოზიციაში მოიყვანოს ნორმალური, ჯანსაღი ძალები", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×