რეზონანსი
03.12.2023

დიდხანს გაუგრძელდათ აგონია - 2024 წლის არჩევნებში მათ ალბათ რამე შედეგი ექნებათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები, როცა ისინი რაიმე შედეგს მიაღწევენ, ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ნაცმოძრაობაზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს უკვე წერენ, რომ მალე სავარაუდოდ ხაბეიშვილსაც გადააყენებენ. არ ვიცი, ეგეც მათი გადასაწყვეტია - რაც უნდათ, ის უქნიათ. ეს იყო პარტია, რომელმაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს" , - აღნიშნა სუბარმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ღრმავდება და მწვავდება. მთავარი მიზეზი, ლევან ხაბეიშვილი და მის გარშემო განვითარებული მოვლენებია. რეგიონული წარმომადგენლები და პარტიის წევრები, ხაბეიშვილს მოუწოდებენ დატოვოს პარტიის თავმჯდომარის პოსტი და ნაცმოძრაობა დროებითმა საბჭომ მართოს.

ეს მოსაზრება არ მოსწონს არც ხაბეიშვილს და არც მის გუნდს. ამბობენ, რომ პარტიას დემოკრატიული გზით არჩეული მმართველი ჰყავს და რაიმე ცვლილებები არ განიხილება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×