რეზონანსი
03.12.2023

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა მოუწოდა ისრაელსა და „ჰამასს", ორივე მხარემ დაიცვას საერთაშორისო სამართალი და დაუშვან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ალყაში მოქცეული ღაზის სექტორისთვის.

ამის შესახებ „როიტერი" წერს.

„ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის შესახებ კანონი ეჭვგარეშეა. სამოქალაქო პირებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ძირითად საკვებზე, წყალზე და სამედიცინო მარაგებზე, შემდგომი შეფერხების გარეშე, დროულად და იმ მასშტაბით, რაც მათ სჭირდებათ. „ჰამასმა" კი ეს დახმარება ბოროტად არ უნდა გამოიყენოს. ყველა მონაწილის ქმედება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. თუ ამას არ გააკეთებთ, არ გქონდეთ პრეტენზია, როდესაც ჩემი ოფისი შესაბამისად იმოქმედებს", - განაცხადა კარიმ ხანმა.

როგორც მედია წერს, კარიმ ხანმა ისრაელს შესთავაზა სასამართლოს დახმარება 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასის" მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არ არის ჰააგის სასამართლოს წევრი და არ ცნობს მის იურისდიქციას.

„უდანაშაულო ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმები წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულს, ისეთს, რომელთა გადასაჭრელად შეიქმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო", - აღნიშნა კარიმ ხანმა.

ამასთან ერთად, პროკურორმა მოუწოდა ისრაელს, ყველაფერი გააკეთოს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×