რეზონანსი
04.12.2023

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის ტექნოპარკის ორგანიზებით, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიური ბანაკი Data Bootcamp-ი გაიმართა.

Data Bootcamp-ის მონაწილეებმა, მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით; ისწავლეს იდეების სწორი და თანმიმდევრული გენერირება, ასევე, დაეუფლნენ წარმატებული Pitching-ის ტექნიკებს.

Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით ხორციელდება. Data Bootcamp-მა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკში აიღო და ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ თბილისის ტექნოპარკში დასრულდა. პროექტში მონაწილეობდნენ 15 წელს ზევით პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები. 

გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data Bootcamp-ების მსგავსად, თბილისის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, თიბისი აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ. კურსი ითვალისწინებს თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×