რეზონანსი
04.12.2023

სამწუხაროდ, ეს ადამიანები, რვა-ცხრა თვეა, გასულები არიან პარტიიდან და ამ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდნენ, პარტია დაეზიანებინათ, მათ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს, უბრალოდ, დღეს გააფორმეს ოფიციალურად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა პარტიის ცხრა წევრის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მართლაც, წარმატებებს ვუსურვებ მათ ახალი პლატფორმიდან, თუ ისინი ბიძინა ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოლებენ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შემიძლია, ვუსურვო წარმატება ამ ბრძოლაში.

რაც შეეხება ამ ადამიანების გადაწყვეტილებას და ისინი იყვნენ თუ არა ამ ცხრა თვის განმავლობაში პარტიის წევრები, ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ს შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ხალხის ამოყვანა ამ ჭაობიდან და ევროპისკენ გზის გაგრძელება”, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×