რეზონანსი
04.12.2023

10 დღე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე - საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ოპოზიციის ნაწილი მზადაა, ევროკომისიის მორიგი რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მხოლოდ მათი წინადადებების განხილვის შემთხვევაში თანხმდება.

"ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, არ აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" 9 დათქმას შეასრულებს.

"მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" შეასრულებს რაიმე მოთხოვნებს, არავის აქვს. ეს მოლოდინი არ არსებობს არც ევროკავშირში. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ 12 მოთხოვნიდან, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა დარჩა შეუსრულებელი. შესაბამისად, არავის აქვს მოლოდინი, რომ, ამ ხელისუფლების პირობებში, 9 მოთხოვნა შესრულდება. ეს მოთხოვნები შესრულდება, როდესაც ხელისუფლებას შევცვლით შემდეგ არჩევნებზე და ქვეყანას ეყოლება პროევროპული კოალიციური მართვის სისტემა, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები შეასრულოს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×