რეზონანსი
04.12.2023

სპეკულაციისთვის იყენებდნენ ყოველთვის პირადობის მოწმობებს, რომლებიც გაცემული იყო 2011 წლამდე, არის ნაწილი პირადობის მოწმობებისა, რომლებიც უვადოდ იყო გაცემული და ამიტომ რთული გახდა მისი ბრუნვიდან ამოღება და ჩანაცვლება, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ოპოზიციასთან ერთად, რომ მოხდეს გაუქმება ამ პირადობები და ყველას, ვისაც აქვს ძველი პირადობა შეუძლია, უფასოდ აიღოს ახალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სპეკულაციურად გამოიყენო აღნიშნული პირადობების საკითხი საკუთარ ანგარიშში.

„რაც შეეხება რაიმე გაყალბებაზე საუბარს, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია და მნიშვნელოვანია, ამას გაეცეს მკაფიო პასუხი. ჩვენ სულ ახლახან ვნახეთ კიდევ ერთხელ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოიჩინა თავი იმით, რომ ახდენს საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციას, ვნახეთ მათი ე.წ. ანგარიში ელექტრონულ მთლელთან დაკავშირებით, რაც არის მანიპულაციური და სპეკულაციური, ეს ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს, რომ როგორც ჩანს, უკვე არის მზადება, მოახდინონ 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაცია. კარგია და მივესალმები, რომ ცესკომ-მ უპასუხა ამომწურავად იმ სპეკულაციებს, რომელიც „სამართლიანი არჩევნებიდან“ მოდიოდა. მინდა, მოვუწოდო „სამართლიან არჩევნებს“, განსაკუთრებით მის დონორებს, „USAID“ არის მისი ყველაზე დიდი დამფინანსებელი, მოვუწოდო, კრიტიკულად გააცნობიერონ ის გადაცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის არჩევნებში „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან და აქედან რაიმე დასკვნები გამოიტანონ, მათ შორის დონორებმა. არ შეიძლება, „ენჯეო“ უკვე მერამდენედ ასეთ მანიპულაციებში ერთვება, იყოს წახალისებული ყოველ ჯერზე. ვფიქრობ, „ენჯეოებზე“ წინ გამოდის დონორების პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ ჯერზე ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საქმეს, რომ დონორებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა, ეს არის მათი საერთაშორისო პასუხისმგებლობაც. დონორი არის პასუხისმგებელი, რას ხმარდება მათი გადასახადის გადამხდელის ფული. მოვუწოდებ მათ, ჩახედონ, რატომ ხდება ასეთი მანიპულაციური ანგარიშების შედგენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×