რეზონანსი
04.12.2023

ოპოზიციას ელანდება შავი ფული, შავი ხვრელი, სიბნელე - ეს სულ მათი პრობლემაა. ამიტომ, არაერთხელ მივეცით რეკომენდაცია, რომ ეს შავი ფულები, შავი ხვრელები და ათასი უბედურებები მოიცილონ და ნათელ საქართველოში გამოიღვიძონ, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის განცხადებებზე, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებისთვის იურიდიული პირებისგან შემოწირულობების აკრძალვის საკითხს ეხებოდა.

„დეოლიგარქიზაციის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ, სწორედ ის, რომ იურიდიული პირების მხრიდან არ იყოს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება. ასე, რომ ეს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არსებობს. ოპოზიციას ელანდება შავი ფული, შავი ხვრელი, სიბნელე - ეს სულ მათი პრობლემაა. ამიტომ, არაერთხელ მივეცით რეკომენდაცია, რომ ეს შავი ფულები, შავი ხვრელები და ათასი უბედურებები მოიცილონ და ნათელ საქართველოში გამოიღვიძონ. ამის შემდეგ ისინი მიხვდებიან, მათ შორის, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რომ საქართველოში არ არის შავი ფული და შავი ხვრელები. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს არჩევნები, არსებობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, კანდიდატის სტატუსის მიღების წინა დღეებში ვართ და შესაბამისად, არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

პოლიტიკურმა პარტიებმა იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებები შესაძლოა ვეღარ მიიღონ. ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომლის თანახმადაც იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×