რეზონანსი
04.12.2023

იურიდიული პირების მიერ შემოწირულებების აკრძალვა არის ვენეციის კომისიის დასკვნაში. ზედმეტი სპეკულანტური წამოძახილები რომ არ გავიგონოთ პოლიტიკანების მხრიდან, აქ არის ეს დასკვნა და ეს არის ერთგვარი პირველი ტესტი ჩვენი ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მათ შორის 9 პუნქტიან ჩამონათვალში შედის და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ ცხრა პუნქტის აღსრულება, ვენეციის რეკომენდაციების შესრულების სახით. აგერ ვასრულებთ, ქალბატონებო და ბატონებო და შემოგვიერთდით. 95%-ზე მეტში პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებენ ფიზიკური პირები და არა იურიდიული პირები. ახლა ატეხილია ამბავი, რომ არიქა, ვიღუპებით. იურიდიულმა პირებმა თუ ჩვენ არ დაგვაფინანსეს ფიზიკური პირები ჩვენ არაფერს არ გვაძლევენო, არადა პირიქით არის ყველაფერი“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

პოლიტიკურმა პარტიებმა იურიდიული პირებისგან შემოწირულებები შესაძლოა ვეღარ მიიღონ, კანონში შესატანი ცვლილებები დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×