რეზონანსი
04.12.2023

რუსეთი საქართველოსთან დამაკავშირებელი რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობას იწყებს. სანქცირებულ სახელმწიფოს ტვირთების გადმოტანა საქართველოში ინგუშეთის გავლით უნდა. ამ თემაზე რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭომ იმსჯელა. 

შეხვედრაზე იმყოფებოდა დავით ცეცხლაძე - ქართული დიასპორის წარმომადენელი რუსეთში, რომელმაც პირადად სთხოვა კრემლს, რომ მოსკოვს თბილისთან ფრენები აღედგინა.

მე არ ვიცი, იქ რა აქტიურობები იყო დაგეგმილი და რა შედგა, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების ფარგლებს მიღმა არის, ცხადია, და ამ ქვეყნის პირად საქმეებში ჩვენი ქვეყანა ვერ ჩაერევა, სანამ ეს არ ეხება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის იმ ქვეყანაში შემდგარი შეხვედრა, რომელზეც პასუხი და კომენტარი ჩვენ ვერ გვექნება,“ - ამბობს დავით მათიკაშვილი.

თუკი რუსეთში რუსეთის მოქალაქეები ან თუნდაც არამოქალაქეები რაიმე საკითხს განიხილავენ, მათი საკითხია, რას განიხილავენ - ამის კომენტირება ჩვენგან საჭირო არ არის. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, მოგახსენეთ, არანაირი ასეთი პროექტი არ განიხილება,“ - ამბობს პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×