რეზონანსი
04.12.2023

ენმ-ს წევრს ანა წითლიძეს არ სჯერა, რომ ბათუმის საკრებულოს წევრებმა პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან შეუთანხმებლად მიიღეს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ახლა ფონის შექმნას ცდილობს, თითქოს პარტიიდან წასვლა არ სურს, თუმცა ეს მისმა მომხრეებმა მოსთხოვეს.  

მემგონი, არავის ეჭვი არ ეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მიჰყვება სხვა განცხადებებიც, ადამიანების, ვინც ნიკა მელიას შტაბს წარმოადგენენ და შემდეგ ალბათ თვითონ ნიკა გააკეთებს წასვლის შესახებ განცახდებას. წარმოუდგენელია, ეს ცალ-ცალკე ხდებოდეს ისე, რომ მელიასთან შეთანხმებული არ იყოს. ცდილობს ახლა ფონი შეიქმნას, რომ შემდეგ, მე ვფიქრობ, ასეთი არგუმენტი ჰქონდეს წასვლის, რომ მას კი არ უნდოდა წასვლა, მაგრამ აი, ადამიანებმა მოსთხოვეს, რომ წასულიყვნენ პარტიიდან. მე შემიძლია მხოლოდ წარმატებები ვუსურვო ამ ადამიანს და დრო გამოაჩენს სწორი იყო თუ არა მათი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის წასვლა არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ენმ-ს 11 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ენმ არის ცოცხალი ორგანიზმი, ენმ არის დიდი პარტია, ვიღაცა წავა, ბევრი წასულა და კიდევ უფრო მეტი ამ პარტიაშ მოსულა, - ამბობს ანი წითლიძე. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს წევრებმა, მათ შორის, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დატოვეს. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს და ბრძოლა ახალი პლატფორმიდან დააანონსეს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×