რეზონანსი
04.12.2023

ორბელიანების სასახლეში დღეს პრეზიდენტმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას "ჩვენი ხმა ევროპას" შეუერთდნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"სამედიცინო სფერო, რომელიც დღეს აქ არის შეკრებილი, არის ის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც ყველაზე კარგად აცნობიერებს, რამდენად სჭირდება ჩვენ ქვეყანას ევროპა, ევროპული სტანდარტები, ამ სფეროში, ჯანდაცვის სფეროში, ეს არის ჩვენი მომავალი", - თქვა ზურაბიშვილმა.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. ინიციატივა საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

ჩვენი ხმა ევროპას - პრეზიდენტის პეტიციაზე ხელმოწერა ონლაინაც შესაძლებელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×