რეზონანსი
05.12.2023

ხაბეიშვილმა იმდენად შეაძულა თავი თავის პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ მის გადადგომას, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში.

„არ ვიცი, საიდან მოგახსენოთ, თავიდან, სააკაშვილიდან, თუ ბოლოდან, ხაბეიშვილიდან, რომლის თავის მოჭრასაც აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. ჩვენთვის გასაგებია, რატომაც ვერ გაართვა თავი ხაბეიშვილმა და დასაწყისშივე ნათელი იყო, რომ ადამიანი, რომელსაც არანაირი უნარჩვევები არ აქვს - არც კონსტრუქციული, არც რამე უშენებია, არც რამე უკეთებია, როგორ გაუძღვებოდა ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალას. იმდენად შეაძულა თავი თავის პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომას, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ. უთავოდ სიარული ურჩევნიათ, ხაბეიშვილის თავით სიარულს და მე მესმის ამ პარტიის წევრების. ამას საერთო ჯამში დავარქმევდი შემდეგს, რასაც დასთეს, იმას მოიმკი. მთელს საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ რაღაც აპოკალიპტურ სცენარებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში", - განაცხადა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×