რეზონანსი
05.12.2023

ეს არის ევროდირექტივა, რეკომენდაცია, სადაც იურიდიულ პირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ეკრძალებათ და ჩვენ ამას მივესალმებით და ეს რეკომენდაცია მივიღეთ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„მოვუწოდებ მთელ ოპოზიციას - შავი ფულის ტრიალის იმედი ნუ ექნებათ. ხალხთან იმუშაონ, გავიდნენ, ელაპარაკონ და იქნებ ბარიერი გადალახონ. სხვანაირად გამორიცხულია. ჩვენ ეს რეკომენდაცია მივიღეთ და იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება შეეზღუდებათ", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

იურიდიულ პირებს, პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა, აეკრძალებათ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონპროექტის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×