რეზონანსი
05.12.2023

არის ასეთი გამოთქმა, წაქცეულს წიხლს არ აჭერენო, ამიტომ მერიდება უკვე, რა ვთქვა არ ვიცი - ბიჭებო ჩამოყალიბდით, ერთმანეთს მიუტევეთ, შერიგდით, ასე უხერხულია, ხალხი გიყურებთ, - ასე ეხმიანება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებს.

„სამი მოქმედი პირი ჰყავთ. ერთია „კეზერა", მეორე - ხელმოცარული ბელადი სააკაშვილი და მესამე, მათი ამომრჩეველი, რომელიც დაბნეულია, რა ქნას არ იცის. პროცესი, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" მიდის ქართული საზოგადოებისთვის კარგია, რადგან დაქუცმაცებული, ჩამოშლილი მწვალებელთა პარტია ყველასთვის მისაღები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ნიკა მელიას თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ პარტიიდან წასულებმა ახალი ორგანიზაცია შექმნან. მელიას მომხრეების წასვლაში პრობლემას ვერ ხედავენ ხაბეიშვილის ფლანგში და ამბობენ, რომ ყოფილი თავმჯდომარე მხარდამჭერებთან ერთად შეგნებულად აზიანებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×